ალეკო ელისაშვილი: ისეთი ხალხი ვიყავით შეკრებილები, სხვა ვითარებაში თვალებს დავთხრიდით ერთმანეთს, მე და ბესელია ვისხედით ერთ ოთახში

ოპოზიციაში ყველა ვხდებით ერთ რამეს – ცალკე აღებული არც ერთ პარტიას არ შესწევს ხელისუფლების შეცვლის უნარი, – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის გაერთიანება ერთჯერადია.
„ოცნება“ ვერაფერს გააკეთებს სიტუაციის შემოსაბრუნებლად, იმიტომ რომ მათი სიტყვა აღარ დაიჯერება. სალომე ზურაბიშვილი გამოჭენდა და გაეროს ტრიბუნიდან იწონებდა თავს, პროპორციული სისტემა გვექნება და საარჩევნო რეფორმას ვახორციელებთო.
მთელო მსოფლიო გადააგდო ბიძინა ივანიშვილმა. რა დაეჯერებათ მათ? გუშინ იმ ოთახში მართალა სხვა ვითარებაში, ან შემოვულაწუნებდით ერთმანეთს, ან თვალებს დავთხრიდით, ისეთი ხალხი ვიყავით შეკრებილები. ხომ წარმოგიდგენიათ, მე და ეკა ბესელია ვისხედით ერთ ოთახში. დღეს ასეთი ვითარებაა, ოპოზიციაში ყველა ვხდებით ერთ რამეს – ცალკე აღებული არც ერთ პარტიას არ შესწევს ხელისუფლების შეცვლის უნარი. ეს არის ოპოზიციის ერთჯერადი გაერთიანება. ჩვენი საერთო მიზანია, რომ ხელისუფლებიდან ჩამოვაშოროთ ივანიშვილი, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ის ჩატარდეს პროპორციული წესით და იყოს დროებითი მთავრობა. მათ შორის დროებითი საარჩევნო ადმინისტრაცია.

ბიძინა ივანიშვილს შეეშინდა პროპორციული არჩევნების და ჩააგდო ეს არჩევნები. ახლა ოპოზიციის ამოცანაა, რომ არჩევნებში დავანგრიოთ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. ეს რეალურია. ყველა კვლევა აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ მინიმუმზე აქვს დასული მხარდაჭერა.
თუ არ დანიშნავენ ვადამდელ არჩევნებს, მიიღებენ სახალხო მღელვარებასა და რევოლუციას. ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებიდან უმტკივნეულად წავიდნენ, რევოლუციის შემთხვევაში იქნება ძვლების მტვრევა, რასაც არავის ვუსურვებ, არც მათ და არც დანარჩენ საქართველოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები