საქართველოს ელჩი ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიგი გიგიაძემ, ისლანდიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გუდლაუგურ თორ თორდარსონთან და ალთინგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარესთან, სიგრიდურ ანდერსენთან შეხვედრები გამართა.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და უახლოეს მომავალში მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისლანდიის გამოკვეთილ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და ისლანდიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შესაძლებლობები საქართველოში; შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები