დიმიტრი ხუნდაძე: დესტაბილიზაცია პირდაპირი ხაზია იმისათვის, რომ რუსეთმა თავის ინტერესები განახორციელოს საქართველოში, რასაც არ დავუშვებთ

„ჩვენი ქვეყანა საგარეო კურსს არ შეიცვლის და სწორედ პუტინის საჩუქარს შეეშალა ხელი იმ გადაწყვეტილებით, რომლის მიღებაც მაჟორიტარებმა საკუთარ თავზე აიღეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ისინი რუსული ინტერესების გატარებას საქართველოში ვერ დაუშვებდნენ.

„ერთეული კონგრესმენების განცხადება, რომ ქვეყანა აუცილებლად უნდა გადავიდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, მითუმეტეს ახლა, ასე მოუმზადებლად, ცოტა უხერხულია და ცოტა არ იყოს – გასაკვირიც. კონგრესმენი გვთავაზობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მაშინ, როდესაც ამერიკაში სრულად მაჟორიტარული სისტემაა. ასე, რომ ვფიქრობ, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან გვექნება აქტიური ურთიერთობა. ჩვენ, ვინც ამ გადაწყვეტილებაში უშუალო მონაწილეობა მივიღეთ, ღია ვართ, თუკი ისინი საჭიროდ ჩათვლიან ამ კონტაქტებს და ურთიერთობებს. ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორი არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენი ქვეყანა საგარეო კურსს არ შეიცვლის და სწორედ პუტინის საჩუქარს შეეშალა ხელი იმ გადაწყვეტილებით, რომლის მიღებაც მაჟორიტარებმა საკუთარ თავზე აიღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია არის პირდაპირი ხაზი იმისთვის, რომ რუსეთმა თავის ინტერესები განახორციელოს საქართველოში. ამას ჩვენ არ დავუშვებთ”, – განაცხადა ხუნდაძემ.

​მან საქართველოს მიულოცა ასევე ისიც, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” თავისი გეგმები აღნიშნული გადაწყვეტილებით ჩაეშალა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ, 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.

კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები