ეკა ბესელია: ვისურვებ, რომ პროცესებმა პარლამენტში გადმოინაცვლოს და არა ქუჩაში

ვისურვებ, რომ პროცესებმა პარლამენტში გადმოინაცვლოს და არა ქუჩაში, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ პოლიტიკური ნება იქნება და დიალოგი შედგება, გამოსავალი არსებობს.

“ვისურვებ, რომ პროცესებმა პარლამენტში გადმოინაცვლოს და არა ქუჩაში, ამიტომ მე ვთავაზობ ხელისუფლებას სწრაფად დაიწყოს დიალოგი, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ეს გამოსავალი არსებობს. პირველი – მეორე მოსმენაზე კანონპროექტი აუცილებლად უნდა შემოვიდეს კენჭისყრაზე, მიუხედავად იმისა, რომ 113 ხმა ვერ დააგროვა, მაგრამ დააგროვა 100-ზე მეტი ხმა. ვინაიდან კონსტიტუციური ცვლილების პროცედურას აქვს 2 ქვორუმი, ყველაზე მაღალი – 113 გაძლევს საშუალებას, რომ გადაუგზავნო პრეზიდენტს და თუ 113-ზე ნაკლებია, მაგრამ 100 არის, ეს ნიშნავს, რომ ამ მოწვევის პარლამენტს შეუძლია მისი მიღება, მაგრამ ახალი მოწვევის პარლამენტი ერთი მოსმენით ადასტურებს.

ამ სიტუაციაში 2 გამოსავალია: 1) რეგლამენტში წერია, რომ მეორე და მესამე მოსმენაზეც 113 ხმა სჭირდება, მაგრამ კონსტიტუციაში ასეთი აკრძალვა, რომ ორივე მოსმენაზე 113 ხმა დააგროვა, არ შეიძლება პრეზიდენტისთვის მისი გადაგზავნა, არ წერია. ანუ რეგლამენტის ცვლილებაა ერთი გამოსავალი. 2) მეორე გამოსავალია ხელახლა ინიცირება, რომელსაც 76 ხმა სჭირდება. სწრაფად შეგვიძლია გავიაროთ პროცედურები, რომ დიდხანს არ გაიწელოს. ორივეს სჭირდება პოლიტიკური ნება და თუ პოლიტიკური ნება არაა, მაშინ კრიზისსაც ვერ განმუხტავს,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები