„ოთახში რომ შევედი ელდა მეცა“ – უსუფაშვილი ოპოზიციის შეკრებაზე საუბრობს

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების საკითხი არის ის, რაც მთელ ოპოზიციურ სპექტრს აერთიანებს. ოპოზიციის წარმომადგენლების გუშინდელი შეხვედრის შესახებ უსუფაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.

„გუშინ ოთახში რომ შევედი ელდა მეცა, ამდენი განსხვავებული ხალხი ერთად რომ ვნახე. პირველი განცდა ეს მქონდა. მერე ჩემი თავი დავიჭირე იმაზე, რომ ესაა საქართველო. რამდენად სიცოცხლისუნარიანია ეს ხალხი? იმდენადვე რამდენადაც ეს ქვეყანა და ეს საზოგადოება. ოღონდ ძალიან მნიშვენლოვანია და მე ეს იქ ვთქვი – არ დავისახოთ წინასწარვე შეუსრულებელი ამოცანები, რომ ეს ერთობა თუნდაც 2 კვირა ყველა საკითხზე ერთ ჭკუაზე იქნება, ან ერთი სტილით გამოვა მიტინგზე, ან ერთნაირად ემხრობა გზის გადაკეტვას კარვებით. ამას თუ დავისახავთ მიზნად, ნახევარ საათში, იმ 50- სუბიექტიანი თავყრილობიდან დარჩება 37 პატარ-პატარა ბლოკი. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ პროპორციული არჩევნების საკითხი ეს არის ის, რაც აერთიანებს ყველას. უნდა მოვახერხოთ ამ საკითხში მაქსიმალური კოორდინირება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები