ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა

„ქართული ოცნება – კონსერვატორების“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.
“ჩემი დღევანდელი ბრიფინგის თემა გახლავთ ის, რომ მე ვტოვებ უმრავლესობას. გადაწყვეტილება, რომელიც იქნა გუშინ მიღებული, გახდა მიზეზი იმ გადაწყვეტილებისა, რომელიც მე მივიღე და ვტოვებ უმრავლესობას. დანარჩენი კონსულტაციების შედეგად გახდება ცნობილი”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. ​

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ, 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაზე დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა, აღნიშნულის მომხრე 101 მომხრე, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო.
​კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები