ჭიათურის მერმა ქალაქის ტერიტორიაზე დასრულებული და რეაბილიტირებული პროექტები დაათვალიერა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა, გივი მოდებაძემ სამსახურის უფროსებთან ერთად ქალაქის ტერიტორიაზე დასრულებული და რეაბილიტირებული რამდენიმე პროექტი დაათვალიერა.  გივი მოდებაძემ ე.წ 25 საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო ხოლო ნინოშვილის ქუჩასა და ცხოვრებაძის ქუჩაზე უკვე რეაბილიტირებული სკვერები მოინახულა. სკვერის კეთილმოწყობის მიზნით, მიმდინარე წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტმა 500 000 ლარზე მეტი დახარჯა.
დასრულებულ პროექტებს შორისაა ე.წ მემორიალზე გაკეთებული საქართველოსა და ჭიათურის დეკორატიული დროშები, გამწვანებული საავტომობილო წრეები და ჭიათურის შემოსასვლელში დარგული ნერგები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები