ფინანსთა მინისტრი: ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ ნიშნულს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ ინფლაცია მიზნობრივ ნიშნულს დაუბრუნდება.

„ჩვენ ამ ინფლაციურ ზეწოლას გადავაგორებთ საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ეროვნული ბანკის ის ნაბიჯები, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გადადგა“, – განაცხადა მაჭავარიანმა, პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
მინისტრის განმარტებით, ინფლაციის ზრდა მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებით იყო განპირობებული.
„ჩვენ გვაქვს ინფლაციური ზეწოლა. ეს განაპირობა ლარის კურსის გაუფასურებამ. თქვენ იცით, რომ ამ მოვლენებს წინ უსწრებდა კრიზისი, რომელიც გადავაგორეთ. პირველ რიგში, ესაა ტურისტული ნაკადის შემცირება რუსეთიდან. ეკონომიკას უფრო დიდი დარტყმა მიაყენა არასტაბილურობის იმ განცდამ, რომელიც, სამწუხაროდ, ამ დარბაზში და პარლამენტის შენობასთან განვითარდა. ინვესტორები, ბიზნესმენები, პრაგმატული ხალხია, ისინი მტყუან-მართალს არ არჩევენ, ისინი უყურებენ გარემოს და ნებისმიერი ნიშანი არასტაბილურობისა აისახება ლარის კურსზე და ეკონომიკურ ზრდაზეც“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში წლიური ინფლაციამ 6.9%-ს მიაღწია და მიზნობრივ მაჩვენებელს თითქმის ორნახევარჯერ გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები