გორში,სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-9 კლასელს სცემეს

გორის მუნიციპალიტეტის, მე-10 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში, მე-9 კლასელს სცემეს. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ, გაკვეთილების დასრულების შემდეგ მოხდა.

აღნიშნული “რეგიონულ კვირას” გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, ადგილზე გამოძახებული იყო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჯგუფი და მოზარდი გადაყვანილი იქნა სამედიცინო კლინიკა “გორმედში“.

“შემთხვევა მოხდა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, სკოლასთან არსებული საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში. როგორც ვიცით, მოზარდს თავს რამდენიმე პირი დაესხა. კორპუსში მცხოვრებმა მოსახლეობამ სასწრაფოდ აცნობეს დირექციას. სკოლის ადმინისტრაცია დაუკავშირდა ბავშვის ოჯახის წევრებს. მოზარდის გადაყვანა აუცილებელი გახდა სამედიცინო დაწესებულებაში“,- განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

როგორც კლინიკა “გორმედის” ექიმი აცხადებს, არასრულწლოვანს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები და ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა.

“არასრულწლოვანს აღენიშნებოდა სახის არეში ჰემატომები, უფრო კონკრეტულად ჰემატომები წარმოიქმნა ორივე თვალის და ცხვირის არეში. ტუჩის მიდამოებში კი ფიქსირდებოდა ნახეთქი ჭრილობა. პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო გამოკვლევა და ამ დროისთვის სახლშია გაწერილი“, – განაცხადა “ გორმედის“ მორიგე ექიმმა ასლან ასლანიშვილმა.

შსს-მ საქმის გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები