„ყველა ის პოლონელი მიყვარს, ბილბორდის ქვეშ ცრემლს რომ იწმენდს“…

დიმიტრი ცინცაძის ფილმ „შინდისის“ ვარშავულ აღიარებაზე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მანანა მიქაძე ავრცელებს ფეისბუქში ინფორმაციას.
„ახლა ვარშავაში ვარ, ოთხ ადგილზე ქართულ ფილმ „შინდისიდან“ უზარმაზარ ბილბორდებზე ნაწყვეტები გადის. კარგა ხანია ასეთი ბედნიერება არ მიგრძვნია. მინდა ვიყვირო, რომ მეც ქართველი ვარ და ასე მოგვდგამს ბრძოლა მშობლიური მიწისათვის. გამარჯვებას ვულოცავ ქართულ ფილმს… ჩვენი სავიზიტო ბარათი მთელ მსოფლიოში ჩვენი უნიკალური კულტურაა და რაოდენ დაფასება სჭირდება მას. გილოცავ, საქართველო… ყველა ის პოლონელი მიყვარს, ბილბორდის ქვეშ ცრემლს რომ იწმენდს“, – წერს მანანა მიქაძე.
ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე კინოფესტივალის გრან-პრი გადაეცა დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისი“. თავად დიმიტრი ცინცაძე კი დაჯილდოვდა საუკეთესო რეჟისორის პრიზით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები