ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალური გამოფენა -„პერიმეტრი“ გაიხსნა

გალერეა „ვანდა“ ალექსანდრე ბერდიშევის პერსონალურ გამოფენას -„პერიმეტრს“ მასპინძლობს.
ალექსანდრე ბერდიშევი:
„ჩემი შემოქმედება ხშირად სერიებისგან შედგება. ამჯერადაც ასეა – გამოფენაზე რამდენიმე სერიაა წარმოდგენილი, სადაც თითოეული მათგანი ერთგვარ „ფორმას“ ქმნის, კონცეფცია კი მისი „ჩარჩოა“. ამიტომაც ვუწოდე ამ გამოფენას „პერიმეტრი“, რადგან ეს ისაა, რაც ფორმის გარსაა შემორტყმული.
გეომეტრია, როგორც ასეთი, მთელი თავისი ფორმებით, მრავალკუთხედებითა და ხაზებით, ჩემი ხელოვნების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. სწორედ მასზე დაყრდნობით ვქმნი სივრცეს, სადაც დროის კონკრეტული მომენტის დაფიქსირება ხდება შესაძლებელი“.
გამოფენაზე წარმოდგენილია ავტორის 42 ფერწერული ნამუშევარი და ობიექტი.
გამოფენა  29 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქუჩა №14.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები