„ქართული ცეკვის რაინდი“ – თენგიზ უთმელიძისადმი მიძღვნილი სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

20 ნოემბერს, 18 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ „მუზაში“, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ლიტერატურული სპექტაკლის – „ქართული ცეკვის რაინდის“ პრემიერას გამართავს.
წარმოდგენა  რეჟისორისა და მსახიობის იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლია.
როგორც „კვირას“ იზა ვეფხვაძემ აცნობა, სპექტაკლი ეძღვნება ცნობილი ხელოვანის, ნინო რამიშვილის პარტნიორის, ანსამბლ „სუხიშვილების“ „ოქროს ხანის“ მემატიანის, ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის – თენგიზ უთმელიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები