„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ ბაქო -თბილისი-ყარსის გამტარუნარიანობის გაზრდით დაინტერესდა

„შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი“ (BSTDB) მზადაა ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გამტარუნარიანობის გაზრდაში საკუთარი ფინანსური რესურსი ჩადოს. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, „შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის“ ხელმძღვანელობამ მზადყოფნა გამოთქვა ბაქო -თბილისი -ყარსის გარდა მონაწილეობა მიიღოს რუსეთ -აზერბაიჯანსა და საქართველო-თურქეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის განვითარებაშიც.

როგორც BSTDB-ის პრეზიდენტი დიმიტრი პანკინი აცხადებს, ბანკის ინტერესთა სფეროში შედის ასევე TAP-ის (ტრანსადრეატიკული გაზსადენი) და TANAP -ის (ტრანსანატოლიური გაზსადენი) ინფრასტრუქტურის განვითარება-გაფართოებაში მონაწილეობა.

„ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ და TAP-ის და TANAP -ის პროექტებში და ასევე დავეხმაროთ აზერბაიჯანს, რათა რეგიონის ქვეყნების გავლით გავუმარტივოთ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომა“, – განუცხადა აზერბაიჯანულ მედიას პანკინმა.

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი არის საერთაშორისო საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაცია. ბანკი შეიქმნა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის (BSEC) წევრი სახელმწიფოების მიერ – ალბანეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, საქართველო, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, თურქეთი, საბერძნეთი და უკრაინა. აზერბაიჯანი ბანკის მმართველ საბჭოში წარმოდგენილია ფინანსთა მინისტრის სამირ შარიფოვის მიერ. BSTDB– ის სათავო ოფისი მდებარეობს სალონიკში (საბერძნეთი)

BSTDB- ის კაპიტალი შეადგენს 3,45 მილიარდ ევროს. 2008 წელს აზერბაიჯანმა გაზარდა თავისი წილი BSTDB კაპიტალში 2% -დან 5% -მდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები