მცხეთის კულტურის ცენტრში თენგო ხუციშვილის (,,ქრისტეს მხედარი’’) პოეზიის საღამო გაიმართება

15 ნოემბერს, 18:30 საათზე,  მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, პირველად მცხეთის კულტურის ცენტრში,  წმინდა ქალაქის პოეტის, თენგო ხუციშვილის (,,ქრისტეს მხედარი’’) პოეზიის საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება, მოუსმინოს როგორც პოეზიას, ასევე, მუსიკალურ და საცეკვაო ნომრებს.
პოეტ თენგო ხუციშვილის ლექსებს წაიკითხავს პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი და მსახიობი მაია კახიძე. ასევე, ახალგაზრდა დეკლამატორები: თორნიკე თოდრია, შაკო ჩალაგაშვილი, გიორგი ლაბაური, ლევან სააკაშვილი, საბა კიკნაძე, ლუკა ბერიკიშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მცხეთის კულტურის ცენტრის ვაჟთა ანსამბლი ,,მცხეთა’’ და ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,როკვა’’, ანსამბლი ,,ქალდეა’’, ფანდურა ბექაური, გია ნიკოლაძე, მაკა ბუჩუკური.
საღამოს გაუძღვება დათუნა გელაძე (ჩელე).
საღამოს დაესწრებიან ცნობილი ქართველი პოეტები და მწერლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები