გიგა ბუკია: 2016 წელს ოპოზიციას და თქვენც რომ მხარი დაგეჭირათ, დღეს ეს განხილვა არ შედგებოდა და გადაწყვეტილი თემა იქნებოდა

2016 წელს ოპოზიციას რომ მხარი დაეჭირა და თქვენ დაგეჭირათ მხარი იმ ვარიანტისთვის რასაც უმრავლესობა გთავაზობდით, რომ 2020 წელს ჩატარებული პროპორციული არჩევნები, დღეს ეს განხილვა არ შედგებოდა, ყველას ეცოდინებოდა და გადაწყვეტილი თემა იქნებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიგა ბუკიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც კონსტიტუციური კანონის პროექტი განსახილველად მამუკა კაციტაძემ გამოიტანა.

მისი თქმით, ბლოკები ფიქტიური პარტიების შექმნის და სხვადასხვა დაფინანსების მიღების შესაძლებლობას იძლეოდა.

“2016 წელი ახსენეთ, როდესაც თქვენ იყავით საკონსტიტუციო ცვლილებების მომხსენებელი, მე გახლდით იმ პერიოდში უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილების მომხსენებელი და სამართლიანობისთვის კარგი იქნება ითქვას, რომ ოპოზიციას მაშინ რომ მხარი დაეჭირა და თქვენ დაგეჭირათ მხარი იმ ვარიანტისთვის რასაც უმრავლესობა გთავაზობდით, რომ 2020 წელს ჩატარებული პროპორციული არჩევნები, დღეს ეს განხილვა არ შედგებოდა, ყველას ეცოდინებოდა და გადაწყვეტილი თემა იქნებოდა.

მისასალმებელია, თქვენი პოზიციები რომ 3%-იანი ბარიერი ეს იყო წინასწარ ჩაწერილი და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ იყოს ნულოვანი ბუნებრივი ბარიერი, რომ თქვენ მხარს უჭერთ ამას, ვინაიდან თქვენ პარტიის წარმომადგენელი ბრძანდებით და მეც მიმაჩნია რომ ჩემი პარტიის კონსერვატორებისათვის ეს არის შანსი, იმისა რომ 2020-ში მივიღოთ მონაწილეობა და შემდეგში უფრო ძლიერი პარტიები გავხდეთ.

რაც შეეხება კანონპროექტებს შორის სხვაობას, თქვენს ვარიანტსა და ხელისუფლების ვარიანტს შორის არის სხვაობა ბლოკები, ეს არგუმენტი შეიძლება მისაღები იყო აქამდე, ვინაიდან სინერგია სჭირდებოდა განსაკუთრებით მაჟორიტარულ ოლქში, რათა პარტიები ყოფილიყო ერთ ბლოკად შეკრულები და ყოლოდათ თითო საარჩევნო ოლქში ერთი მაჟორიტარი და არ ყოფილიყვნენ ერთმანეთის კონკურენტები, ბლოკის ინტერესში ეს იყო მთავარი მოტივატორი, ხოლო როდესაც არის პროპორციული არჩევნები და ერთი სიაა ბუნებრივად ამომრჩევლის თვალში ქმნის ერთ სინერგიას და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ის, რომ ბლოკები არის აუცილებელი, ვერ არის იმ წონადობის, როდესაც თვითონ ბლოკები იძლეოდა შესაძლებლობას ფიქტიური პარტიები შეექმნათ, მიეღოთ სხვადასხვა დაფინანსება, თქვენი პოზიცია დაფინანსებაზე წინასწარ ვიცით და გასაგებია.

ბლოკების თემა რომ ჩავხსნათ, ვინაიდან, კიდევ ვიმეორებ, არგუმენტი სინერგიის მომცემი და მომტანი იყოს იმისათვის, რომ ბლოკმა ერთობლივად შეცვალოს ხელისუფლება და გაატაროს თავისი პოზიცია, ჩემი აზრით, არის გაქარწყლებული, “- განაცხადა გიგა ბუკიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები