ჩინეთში მამაკაცი ბაგა-ბაღში შეიჭრა და აღსაზრდელებს მომწამვლელი ნივთიერება შეასხა

ჩინეთში, იუანაის პროვინციაში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მამაკაცმა აღსაზრდელებს და აღმზრდელებს ქიმიური მომწამვლელი ნივთიერება შეასხა, რომლის შედეგად 54 ადამიანი დაშავდა, მათგან 51 ბავშვია.

ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, რომ მამაკაცმა ბაღში მავთხულხლართიანი ღობის გადაჭრის გზით შეაღწია.

აღნიშნულია, რომ დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი მალევე დააკავეს. ის 23 წლის ადგილობრივია, რომელმაც ჩადენილის მოტივად ბავშვობაში დედის მხრიდან უყურადღებობა, მძიმე ოჯახური მდგომარეობა და სამსახურში პრობლემები დაასახელა. მისი თქმით, აქედან გამომდინარე „შურისძიება“ გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები