მოლდოვის პარლამენტმა პროევროპული მთავრობა გადააყენა

მოლდოვის პარლამენტმა მაია სანდუს პროევროპულ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა.

მთავრობის გადაყენების ინიციატორი სოციალისტური პარტია იყო, რომლის ფაქტობრივი ლიდერია ქვეყნის პრორუსი პრეზიდენტი იგორ დოდონი, ასევე დემოკრატიული პარტია, რომელსაც გაქცეული ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი ხელმძღვანელობდა.

პარლამენტში დასკვნითი სიტყვით გამოსვლის დროს ქვეყნის პრემიერმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ დეპუტატებმა მოლდოველების წინააღმდეგ გამოვიდნენ და მათ დაავიწყდა, რომ ხალხს უნდა ემსახურონ.

„იმედის მქონე თითოეულ მოქალაქეს უღალატეთ. ბევრჯერ უღალატეთ ხალხს. მაშინაც, როდესაც კორუფციულ სქემებს აგებდით, აიძულებდით ქვეყანა დაეტოვებინათ და შექმნილ ვითარებაზე თვალებს ხუჭავდით“, – განაცხადა სანდუმ.

სოციალისტურმა პარტიამ მთავრობის გადაყენების წინადადებით პარლამენტს 8 ნოემბერს მას შემდეგ მიმართა, რაც მინისტრთა კაბინეტმა „პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებაზე პასუხისმგებლობა აიღო.

ცვლილების თანახმად, რომელიც სოციალისტებს არ აწყობთ, გენერალურ პროკურორებს პრემიერ-მინისტრი აირჩევს და შემდგომ მათ კანდიდატურებს პროკურორთა უზენაეს საბჭოს წარუდგენს.

სოციალისტების მტკიცებით, ამრიგად მთავრობამ კოალიციური შეთანხმება დაარღვია, რადგან კანდიდატები კომისიას უნდა აერჩია.

პარლამენტში დღეს მიმდინარე მოვლენების ფონზე, საკანონმდებლო ორგანოსთან ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები