დავით სონღულაშვილი მამუკა კაციტაძეს: გვთავაზობთ სამპროცენტიანი ბარიერის შემოღებას – რა არის თქვენი, როგორც პარტიის ინტერესი?

„თქვენ გვთავაზობთ სამპროცენტიანი ბარიერის შემოღებას, რომელიც გარკვეულ ბარიერებს ქმნის საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტებისთვის. რა არის ამ შემთხვევაში თქვენი, როგორც პარტიის ინტერესი?”- ამ კითხვით საინიციატივო ჯგუფის წევრს, მამუკა კაციტაძეს დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა მიმართა.
​საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ყველა საკანონმდებლო ინიციატივის უკან კანონმდებელთა ჯგუფის კონკრეტული ლეგიტიმური ინტერესი დგას, რომელიც, არგუმენტების მეშვეობით მკაფიო განმარტებებს უნდა მოიცავდეს.
„ერთის მხრივ, ჩვენ გვაქვს „ქართული ოცნების” მიერ შემოტანილი ცვლილებები, რომელიც ფაქტობრივად, ნულოვანი ბარიერის შემოტანას ემსახურება და ნათელია, რომ ეს ცვლილებები თანასწორობის პრინციპებს ემყარება. კითხვებიც, ალბათ უფრო ნაკლები იქნება კანონმდებლის ინტერესზე. მეორეს მხრივ, თქვენ გვთავაზობთ სამპროცენტიანი ბარიერის შემოღებას, რომელიც გარკვეულ ბარიერებს ქმნის საარჩევნო პროცესში მონაწილე სუბიექტებისთვის. რა არის ამ შემთხვევაში თქვენი, როგორც პარტიის ინტერესი?”- განაცხადა დავით სონღულაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები