მთავრობამ კომერციული ბანკებისაგან 140 მილიონი ლარი ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების 12 ნოემბრის აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.სებ–ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 135 630 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.710 პროცენტით, მაქსიმალური 9.070 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.971 პროცენტით განისაზღვრა.
იმავე დღეს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 124 605 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.000 პროცენტით, მაქსიმალური 9.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.281 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები