ძიძიგური სამადაშვილს: სააკაშვილის პუდელი რომ დაგიძახოთ, მოგეწონებათ?

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კოლეგებს მოუწოდა, რომ ერთმანეთის შეურაცხყოფა დაასრულონ.

მისივე თქმით, პოლიტიკური სტანდარტების დაცვის ვალდებულება ყველას აქვს.

“ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ ოპოზიციიდან უმრავლესობის წევრებს გვიწოდა ივანიშვილის გოშიები. ქალბატონ სალომე სამადაშვილს მინდა მივმართო, განათლებული ქალბატონი ბრძანდება, კოლეგები ვართ, მე რომ თქვენ სააკაშვილის პუდელი დაგიძახოთ, თქვენ ეს მოგეწონებათ? შეიძლება ასეთი მიმართვა კოლეგასთან? მე მინდა ასევე სხვა კოლეგებსაც გითხრათ, ერთმანეთის შეურაცხყოფაზე ნუ გადავდივართ. პოლიტიკური ცხოვრება არც დღეს არ დაწყებულა და არც ხვალ დამთავრდება.

გავითვალისწინოთ, პოლიტიკური ვნებათაღელვა ერთი თემაა, მაგრამ რაღაც ტიპის პოლიტიკურ სტანდარტებს უნდა ვიცავდეთ. ამის ვალდებულება ყველას გვაქვს”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

​ცნობისათვის, დღეს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები