ლევან დავითაშვილი: საქართველო შესაძლოა თევზპროდუქტების ექსპორტიორად ჩამოყალიბდეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს აკვაკულტურის, მარიკულტურისა და ზოგადად, თევზის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

„ჩვენი ქვეყანა, შესაძლებელია, ამ პროდუქციის ექსპორტიორ ქვეყნად ჩამოყალიბდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო პაკეტით სახელმწიფოს მხრიდან დარგის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშეწყობა მოხდება.

„სამინისტროში აღნიშნული მიმართულებით ახალი კანონმდებლობის შესაქმნელად ერთწლიანი მუშაობა დასრულდა. გავითვალისწინეთ წამყვანი ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, კანონის შემუშავებაში ჩართულები FAO-ს ექსპერტებიც.
უკვე მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელსაც მალე პარლამენტი დაამტკიცებს, რაც კერძო ინვესტორებისთვის განვითარების აბსოლუტურად ახალ შესაძლებლობებს შექმნის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები