„კათოლიკობა საქართველოში: ლათინური წესი“ – წიგნის წარდგენა გაიმართება

13 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მანანა ქუთათელაძის წიგნის – „კათოლიკობა საქართველოში: ლათინური წესის“ წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნი ეძღვნება კავკასიაში ლათინური წესის კათოლიკე ეკლესიის მოღვაწეობას საუკუნეების განმავლობაში; ნაშრომში აღწერილია ის 190 კათოლიკური ტაძარი, რომლებიც საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, საფრანგეთის, რუსეთის, თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს და რომელთა მშენებლობა თუ საქმიანობა უკავშირდება ქართველ ან საქართველოში მოღვაწე კათოლიკეებს. გამოცემაში წარმოჩენილია იმ სასულიერო და საერო პირთა ვინაობაც, რომელთაც მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვით საქართველოს პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები