„დავით აღმაშენებელი და სვეტიცხოველი“ – საჯარო ლექცია გაიმართება

 14 ნოემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება ხელოვნებათმცოდნე ასმათ ოქროპირიძის საჯარო ლექცია: „დავით აღმაშენებელი და სვეტიცხოველი“.
ლექციის დაწყებამდე (15:00-დან) დამსწრე აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში იხილოს დავით აღმაშენებლის მონეტა, 16:00 საათზე კი გადაინაცვლოს აუდიტორიაში.
ლექცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრის  ლექციათა ციკლის ფარგლებში ტარდება, რომელიც ეძღვნება საქართველოში დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენას.დამთვალიერებელს ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტის ხილვა ეროვნულ მუზეუმში შეუძლია.
ლექციათა ციკლის მიზანია, წარმოაჩინოს არა მხოლოდ მონეტის ისტორიულ-მხატვრული ღირებულება, არამედ დავითის ეპოქის პოლიტიკურ-სამართლებრივი და კულტურული ვითარება.
ლექციათა ციკლი გაგრძელდება 16 დეკემბრამდე.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის ქ. 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები