ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 44 %-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 44 %-ით გაიზარდა. გასულ თვეში აეროპორტი 89,232 მგზავრს მოემსახურა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებს. “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, იანვარ-ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 719,324 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით მეტია (2018 წელი 512,386 მგზავრი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები