სოფელ ნამოხვანის ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ტყეში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს და ეკალ-ბარდებს უკიდია და ტყის მასივზე არ გავრცელებულა. მათი ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული ამ დროისთვის, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები