ცოტნე ზურაბიანი: ფონდ “ქართუს” მიერ დაფინანსებულმა პრომეთეს მღვიმემ სახელმწიფოს 12 მლნ ლარამდე შემოსავალი მოუტანა და მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო

ფონდ “ქართუს” მიერ დაფინანსებულმა პრომეთეს მღვიმემ სახელმწიფოს 12 მლნ ლარამდე შემოსავალი მოუტანა და მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო, – ამის შესახებ წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა, “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პრომეთეს მღვიმე წარმატებული პროექტია, რომელიც წინა ხელისუფლებამ მიიწერა და სინამდვილეში ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა.

“წყალტუბოს პროექტის მთელი ხიბლი ის გახლავთ, რომ ეს არის ქალაქის და რეგიონის განვითარებისადმი კომპლექსური მიდგომა. მე მოვისმინე ოპოზიციის განცხადებები იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის პროექტები სახელმწიფოს აწევს ტვირთად. სინამდვილეში კი დღევანდელ ეტაპზე ერთადერთი წარმატებული პროექტი პრომეთეს მღვიმეა, რომელიც სამწუხაროდ მიიწერა წინა ხელისუფლებამ. რეალურად ეს პროექტი ფონდმა “ქართუმ” დააფინანსა. 8 წლის განმავლობაში ოპერირების შედეგად მან სახელმწიფოს 12 მლნ ლარამდე შემოსავალი მოუტანა და მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო. ამასთან ცალკე კვლევა არსებობს გერმანული მხარის დაფინანსებული, თუ როგორ შეუწყო ხელი პრომეთეს მღვიმემ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, “- განაცხადა ცოტნე ზურაბიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები