ვალერი ჩეხერია: მნიშვნელოვანია, რომ წყალტუბოს პროექტში კურორტის სწორ ურბანულ განვითარებაზეა საუბარი

“მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის, რომ შემოგვთავაზეთ ისეთი პროექტი, რომელშიც კურორტის სწორ ურბანულ განვითარებაზეა საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ქაოტურ განვითარებას ზოგიერთ სხვა კურორტზე შევეჯახეთ”, – ასე მიმართა “აჭარა ჯგუფის” დირექტორმა, ვალერი ჩეხერიამ, საქართველოს მთავრობის წევრებს, რომლებმაც დღეს ბიზნესის, ურნაბული განვითარებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს კურორტ წყალტუბოს განვითარების კონცეფცია წარუდგინეს.

ვალერი ჩეხერიას თქმით, გამართული ურბანული გეგმა საკურორტო ზონაში ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

“ჩვენ სწორედ იმიტომ შევედით აბასთუმნის პროექტში, რომ გამართული ურბანული გეგმა არსებობდა და ინფრასტრუქტურული გეგმა იყო სრულად დალაგებული. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთ საკურორტო ზონაში სასტუმრო ბიზნესის განვითარებას განიხილავ,“ – განაცხადა აჭარა ჯგუფის დირექტორმა.

მისივე თქმით, ბიზნესი ახლა მთავრობისგან კონკრეტულ წინადადებებს ელოდება, მათ შორის, წყალტუბოს უნიკალური სამკურნალო წყლის გამოყენების ერთიან წესებთან დაკავშირებით.

ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ურბანული განვითარების გეგმის შემუშავება მნიშვნელოვანი ბიძგი იქნება კერძო სექტორისთვის, რათა უფრო აქტიური გადაწყვეტილებები იქნას მიღებული საკურორტო ტურისტულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები