საქართველოს 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, პირველად საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 8 მილიონს გადააჭარბა.

2019 წლის ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით, საქართველოში 782 670 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8%-ით აღემატება.
საერთაშორისო ვიზიტორთა განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 665 055 შეადგინა, რაც 8.8%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 438 805-ს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 7.8%-ით აღემატება.

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს, 10 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში პირველად ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა და 8 020 230 შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.
საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 647 866 შეადგინა (ზრდა 6.2%-ია), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ – 4 429 601 (ზრდა 6%).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები