ავსტრალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა – ტყის ხანძარი სიდნეის უახლოვდება(ფოტოკოლაჟი)

ავსტრალიაში 7 დღით მასშტაბური ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოცხადდა.

ხელისუფლება ხალხს ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

ხანძარს უკვე სამი ადამიანი ემსხვერპლა, დამწვარია სულ მცირე 150 საცხოვრებელი სახლი.

ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ქარის გაძლიერების ფონზე მოსალოდნელია, რომ ხანძარმა უპრეცედენტო მასშტაბებს უკვე 12 ნოემბერს მიაღწიოს.

როგორც ახალი უელსის პრემიერმა ჟურნალისტებს სიდნეიში განუცხადა, „ყველა სრულ მზადყოფნაში უნდა იყოთ და უარესის მოლოდინი გვქონდეთ, თვითდამშვიდებას ვერ მივეცემით“.

მოსალოდნელია, რომ ხანძარი ხვალ სიდნეის მიუახლოვდება, რომელიც ტყის მასივით არის გარშემორტყმული. ქალაქში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები