ვახტანგ ცაგარელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თვისობრივად ახალ დასავლური ტიპის უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენს

0

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი თვისობრივად ახალ დასავლური ტიპის უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენს“, – ამის შესახებ ფონდ “ქართუს“ პროექტების ხელმძღვანელმა, ვახტანგ ცაგარელმა განაცხადა.
“მისი განვითარება უწყვეტი პროცესი იქნება და 2020 წლის პირველი ფაზის გაშვების შემდეგ, რა თქმა უნდა უნივერსიტეტის განვითარება გაგრძელდება როგორც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ასევე აკადემიური. როგორც მოგეხსენებათ ამ დიდ საშვილიშვილო საქმეში ჩვენი პარტნიორია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც თავად უკვე 150 წლისა და მისი განვითარებაც კი ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დღესაც ინფრასტრუქტურულად და აკადემიურად მისი გაფართოება ხდება”,-განაცხადა ვახტანგ ცაგარელმა.

კომენტარები

კომენტარი