კინოთეატრ “ამირანთან” “ქართული მარშის” წევრებისა და ლევან ვასაძის მხარდამჭერების აქცია დასრულდა – ადგილს ტოვებს პოლიციაც

კინოთეატრ “ამირანთან” “ქართული მარშის” წევრებისა და ბიზნესმენ ლევან ვასაძის მხარდამჭერების აქცია დასრულდა. ისინი ტერიტორიას უკვე ტოვებენ. ადგილს ტოვებს პოლიციაც.

როგორც ფილმის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ლევან ვასაძემ განუცხადა, მათ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩაშლა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. როგორც ვასაძემ აღნიშნა, ფილმის ჩაშლის მცდელობა სხვა დღეებშიც ექნებათ.

“ჩაიშალა თუ არა ფილმის ჩვენება, ამას დრო გვაჩვენებს. ხვალაც იქნება მობილიზება. ყველანაირად, ჩვენს ხელთა არსებუკი მეთოდებით გავაპროტესტებთ ამ საშინელებას. მთელმა მსოფლიომ დაინახა,რომ ასეთი საზიზღარი ფილმების ჩვენება საქართველოში არ შეიძლება, რომ ეს არის შარჟი და არა კინოპრემიერა, როდესაც 800-კაციან კინოთეატრში მხოლოდ 10 კაცი ზის და ამას 1000 პოლიციელი იცავს, ეს არ არის კინოთეატრი. პოლიციელებმა, ჩაფხუტიანმა სპეცრაზმა გვირტყა არაპრპორციული ძალა იყო გამოყენებული” , – აღნიშნა ვასაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები