“გავწიოთ კორდონები და მივაწვეთ მათ” – ვასაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, ჩვენება ჩაშალონ(ვიდეო)
ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვერის ბაღში შეკრებილებს მოუწოდებს კინოჩვენება ჩაშალონ.
„მივიდეთ, თუ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, რომლებიც არ შეგვიშვებენ, უბრალოდ მივაწვეთ მათ, უბრალოდ გავწიოთ გვერდზე. პოლიციელები, რომლებსაც შეეშინდებათ ხალხის მხარეს გადმოსვლა და იძულებული იქნებიან გვირტყან, არ არიან ჩვენი მტრები. არც ის უბედური და გარყვნილი ხალხი რომელიც შეიძლება დარბაზში დასხდეს არ არის ჩვენი მტერი. ჩვენი მტერი იდეოლოგიაა.
ჩევენი მიზანი დარბაზში შესვლის შემდეგ არ იქნება ამ ხალხის ცემა-ტყეპა. მათ ხელი რომც დაგარტყან, „დაგპორჭყნონ“ სახეზე და გითხრან, რომ მათ ბილეთი აქვთ ნაყიდი, გთხოვთ, ნუ გალახავთ და არ შეუბრუნოთ ხელი. უბრალოდ შევიდეთ დარბაზში და ჩავშალოთ ჩვენება. შევალთ და გამოვრთავთ ფილმის ჩვენებას. თუ ჩაგვქოლავენ უფრო მეტი ხალხი გამოვა ჩვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.