გორში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 60 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც “რეგიონულ კვირას” გორმედში განუცხადეს, მას ამ წუთებში ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება .

გადმოყვანილია 60 წლის კაცი, რომელსაც სხვა დაზიანებებთან ერთად, აქვს თავის არეში მძიმე დაზიანება. უკვე ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები. ამ წუთებში მას ნეიროქირურგიული ოპერაცია უტარდება”, –  განაცხადეს “გორმედში“.

ცოტა ხნის წინ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში, წმინდაწყლის დასახლებაში. “კრაისლერის” მარკის ავტომობილი “ჰონდას” მარკის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ჰონდას მარკის მძღოლმა და არასრულწლოვანმა მგზავრმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.

დაშავებულები კლინიკა „გორმედსა“ და გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები