იანვარ-ოქტომბრში საავიაციო ნავთის იმპორტმა 83,0 ათასი ტონა შეადგინა

2019 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 2,1 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ოქტომბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 100% განხორციელდა თურქმენეთიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 83,0 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (83,6 ათასი ტონა).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებით,საავიაციო ნავთის იმპორტის კლება საქართველოსა და რუსეთ შორის ავიარეისების შეჩერებას უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები