მამა გიორგი სხილაძე: მაიძულეს ქვეყანა დამეტოვებინა

მაიძულეს ქვეყანა დამეტოვებინა, – ამის შესახებ მამა გიორგი სხილაძემ განაცხადა.

“გუშინ შეგვატყობინეს, რომ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ფანატიკური ჯგუფებისგან საფრთხე მემუქრებოდა, ამიტომ იძულებული გავხდი საქართველო დამეტოვებინა”, – აღნიშნა მამა გიორგი სხილაძემ.

მამა გიორგი სხილაძემ მეუღლესთან ერთად საქართველო დატოვა.

შეგახსენებთ, 80-იან წლებში სასულიერო სემინარიის რექტორს, ამჟამად წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტ ზოსიმე შიოშვილს, მამა გიორგი სხილაძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

საფრანგეთში მოღვაწე და საქართველოში დროებით ჩამოსული სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ 1988 წელს, მისი სტუდენტობის დროს რექტორმა ერთ-ერთ სტუდენტზე, კახა კალაძეზე ძალადობა სცადა და ეს პირველი შემთხვევა არ იყო. სტუდენტმა მომხდარის შესახებ წერილი მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს მისწერა, თუმცა უშედეგოდ. დაისაჯნენ მხოლოდ სტუდენტები – ისინი სასწავლებლიდან გარიცხეს.

მამა გიორგი სხილაძე ამტკიცებს, რომ მეუფის ქმედებებზე ინფორმაცია ჰქონდა პატრიარქსაც. მომხდარის შემდეგ რექტორს თანამდებობა დაატოვებინეს, თუმცა მოგვიანებით ორჯერ დააწინაურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები