რომან გოცირიძე: ბატიაშვილი თანამდებობიდან რა თქმა უნდა მოხსნეს, საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ თქვენ?!

მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილი მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას.

“მიხეილ ბატიაშვილი მოხსნეს რა თქმა უნდა. საკუთარი სურვილით წასული მინისტრი გინახავთ თქვენ?! მას შემდეგ რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ია კერზაიას საქმე, მინისტრი მუდამ იქნებოდა დარტყმის ქვეშ. გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკური სიმძიმე მოეხსნათ ამ საკითხისათვის, მაგრამ ერთი მინისტრის წასვლა არაფერს უშველის, რადგან მეორე მინისტრი, ვინც მას დაავალა წინასაარჩევნოდ ამ რეპრესიების ჩატარება, დღეს უკვე არის პრემიერ-მინისტრი,” – განმარტა გოცირიძემ.

მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები