ქრისტეფორე წამალაიძის შვილი, ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს

მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი, ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე საკუთარი საცხოვრებელის გარეთ, დერეფანში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი ამას ექსპერტიზა დაადგენს.

​გარდაცვლილი ეპისკოპოსი იასონი სამგორში, მეტრომშენის დასახლებაში, მსოფლიო პატრიარქის დაქვემდებარებულ ეკლესიაში მსახურობდა.

​შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

​შეგახსენებთ, მისი მამა ქრისტეფორე წამალაიძე ის სასულიერო პირია, რომელიც რამდენიმე დღის წინ მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ საჭიროა, საერთო საეკლესიო კრებისა და არა სინოდის კრების მოწვევა, ეკლესიაში არსებული პრობლემების განსახილველად.
“ნეტგაზეთთან” საუბარში ქრისტეფორემ დაადასტურა სინოდის წევრის, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს ზოსიმეს მიმართ ბრალდება სექსუალურ შევიწროებაზე.
იგი თბილისის სასულიერო აკადემიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში მართლმადიდებელმა მღვდელმა, გიორგი სხილაძემ დაადანაშაულა. ეპისკოპოსი ზოსიმე ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.
​აღსანიშნავია ისიც, რომ ქრისტეფორე (ომარ) წამალაიძე ილია მეორემ 1980 წელს ქორეპისკოპოსადაც დანიშნა. მისი საკითხი სინოდმა პირველად მრევლის საჩივრის გამო 1995 წელს განიხილა, წლების შემდეგ კი მღვდელმსახურება საერთოდ შეუჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები