“საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, ნატო-სთან სტრატეგიულ დისკუსიებში მონაწილეობას აგრძელებს”

საქართველო ერთგულია გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით ევროკავშირსა და ნატო-ს მისიების ჭრილში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

“როდესაც ჩვენ ვიაზრებთ მიღწეულ პროგრესს და შეთვისებულ გაკვეთილებს, ვმუშაობთ ნატო-სთან ერთად, რათა შევიმუშავოთ არსებითი პაკეტის მომავალი, რომელიც კონცენტრაციას მოახდენს უფრო დინამიურ და მიზანმიმართულ მიდგომებზე.

საქართველო, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, აგრძელებს მონაწილეობას სტრატეგიულ დისკუსიებში ნატო-სთან და ერთგული გახლავთ განახორციელოს პრაქტიკული ზომები საზღვაო-სახმელეთო და საჰაერო კომპონენტში ნატო-საქართველოს შეთავაზების საფუძველზე. როგორც ერთ-ერთი ახლო საოპერაციო პარტნიორი, საქართველო ერთგულია გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების გაზრდის თვალსაზრისით ევროკავშირსა და ნატო-ს მისიების ჭრილში – ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში, მალიში და ავღანეთში ოპერაციების განხორციელებისას. საქართველოს გააჩნია მოკავშირეების ფართო ქსელი, რომელთანაც ვიზიარებთ ერთიან ღირებულებებს და ინტერესებს, ვემყარებით მათ მხარდაჭერას ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარებისას, მათთან ერთად ვდგავართ საერთაშორისო მისიებში, რათა გავამყაროთ თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებები“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები