ანრი ოხანაშვილი: განათლება უმნიშვნელოვანესი სფეროა, სადაც კიდევ ძალიან ბევრი რეფორმაა განსახორციელებელი

განათლების მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ვინაიდან განათლებაზე გადის საქართველოს მომავალი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

დეპუტატი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობიდან მიხეილ ბატიაშვილის გადადგომას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობა მსჯელობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

“ჩემი ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილმა მიმართა პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. ასეთი ცვლილებები მთავრობას და მთავრობის შემადგენლობას უკავშირდება. შესაბამისად, მთავრობა მსჯელობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და სწორედ მათი კომპეტენციაა. დამატებითი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, განათლება უმნიშვნელოვანესი სფეროა, სადაც ძალიან ბევრი რეფორმაა კიდევ განსახორციელებელი.

“განათლების მიმართულება ჩვენი ხელისუფლებისთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი, ვინაიდან განათლებაზე გადის საქართველოს მომავალი. შესაბამისად, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სფეროა, სადაც ძალიან ბევრი რეფორმაა კიდევ განსახორციელებელი შემიძლია, დაგიდასტუროთ და დავეთანხმო პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ეს კავშირში მიხეილ ბატიაშვილის წასვლასთან, ამაზე დამატებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

მიხეილ ბატიაშვილი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბატიაშვილი თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები