რატი იონათამიშვილი: ადამიანი, რომელიც ზიანს მიიღებს შშმ პირის სტატუსი უნდა ჰქონდეს

ადამიანი, რომელიც ზიანს მიიღებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი უნდა ჰქონდეს,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაშავებულებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“ადამიანი, რომელიც მიიღებს ასეთი ხარისხის ზიანს ეს ხდება საფუძველი იმისა რომ მას ჰქონდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი. ცხადია, რომ ეს არის ჩემთვის საკმარისი საფუძველი, რომ შესაბამისი სტატუსი ჰქონდეს დაზარალებულს”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამის დაკავებამ გამოიწვა 20-21 ივნისის საპროტესტო მოვლენები, სადაც სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გამოიყენა, დაშავდნენ მოქალაქეები და მედიის წარმომადგენლები. დაშავებულთაგან 2-მა, მაკო გომურმა და გიორგი სულუაშვილმა, თვალი დაკარგეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, ამ მოვლენებთან დაკავშირებით 4 მოქალაქე და 67 სამართალდამცავი დაზარალებულად არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები