მერაბ ქვარაია: ბევრმა მოსამართლემ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რასაც იმდროინდელი პოლიტიკური ხელისუფლება სამართალდამცავ სისტემაზე ახორციელებდა

ბევრმა მოსამართლემ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რასაც იმდროინდელი პოლიტიკური ხელისუფლება სამართალდამცავ სისტემაზე ახორციელებდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მერაბ ქვარაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ.

“წინა ხელისუფლების პერიოდში სასამართლო ვერ დადგა მოწოდების სიმაღლეზე, ბევრმა მოსამართლემ ვერ გაუძლო იმ ზეწოლას, რასაც იმდროინდელი პოლიტიკური ხელისუფლება ახორციელებდა სამართალდამცავ სისტემაზე და თქვენი აზრით, რა იყო ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც წინა ხელისუფლების დროს, სასამართლომ ობიექტური სასამართლოს ფუნქცია ვერ შეასრულა”, – მიმართა მერაბ ქვარაიამ მოსამართლეობის კანდიდატს ლაშა ქოჩიაშვილს.

მერაბ ქვარაია დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის მოსაზრებით და შეფასებით წინა ხელისუფლების პერიოდში მოქმედ სასამართლოსა და არსებულ სისტემასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, არეული სახელისუფლებო ვექტორი, სადაც ერთი ვერტიკალი იყო მარტო და ადამიანს სიმართლის პოვნა უჭირდა იყო სწორედ იმ ნაკლოვანების მიზეზი, რამაც ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება, ადამიანის უფლებათა დარღვევა და შედეგად, ადამიანების ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები