გურამ მაჭარაშვილი: პრეზიდენტი უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავისი კანდიდატი წარადგინოს და გამოიწვიოს

პრეზიდენტი უფლებამოსილია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავისი კანდიდატი წარადგინოს და გამოიწვიოს, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, გურამ მაჭარაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნას, საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის უფლების ჩამორთმევის საკითხს.

“კონსტიტუციიდან გამომდინარეობს ზუსტად, რომ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს აქვს ერთი წევრის წარდგენის და მისი გამოწვევის უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ექსკლუზიურად პრეზიდენტის ინსტიტუტი ანუ, თავად პრეზიდენტი უფლებამოსილია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თავისი კანდიდატი წარადგინოს და გამოიწვიოს. ზოგადად, კანონის განმარტების უფლება აქვს მხოლოდ მოსამართლეს. როგორ წერია და რა იკითხება, ეს უკვე იურისტის მიერ წასაკითხი ნორმებია და იქ ცალსახად ეს იკითხება, რომ ვისაც აქვს წარდგენის უფლება, ბუნებრივია, მასვე აქვს გამოწვევის უფლება,” – განმარტა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. მოტივად საბჭო ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები