ეკა ბესელია: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები კონსტიტუციას უნდა კითხულობდნენ

კონსტიტუციაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა არ დამატებია ჩანაწერი, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს, რომ წევრი უკან გამოიწვიოს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნას, საბჭოს არამოსამართლე წევრისთვის ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის უფლების ჩამორთმევის საკითხს.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უნდა კითხულობდნენ კონსტიტუციას. ბოლო ცვლილებები, რომლითაც კონსტიტუციაში ბევრი რამ შეიცვალა არ დამატებია ჩანაწერი რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს, რომ წევრი უკან გამოიწვიოს. ასეთი უფლება აქვს პარლამენტს. სურვილი იმდენად დიდია, რომ არ გამოვრიცხავ, საბჭოს წევრებმა ჩანაწერი წაიკითხონ ისე, როგორც სურთ”, – აღნიშნა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის საბჭოს წევრობის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა. მოტივად საბჭო ანა დოლიძის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები