რატი იონათამიშვილი: ის რეკომენდაციები, რომელიც დამდგარა გაეროს შშმ პირთა კომიტეტის მხრიდან, ერთგვარი სამოქმედო გეგმაა თითოეული სახელმწიფოსთვის

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატს, ლევან ქოჩიაშვილს უსმენენ, პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი სასამართლო სისტემაში არსებული იმ მექანიზმებით დაინტერესდა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს უკავშირდება.

დეპუტატის კითხვები ეხებოდა გაეროს კონვენციას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესახებ. კერძოდ, რამდენად იცნობს და იზიარებს მოსამართლეობის კანდიდატი კონვენციის პრინციპებს და მისი მოსაზრებით რას უწყობს ხელს ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება.

რატი იონათამიშვილის განმარტებით, ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება შეზღუდული შესაძლებლობების პირებთან დაკავშირებით საინტერესო პროცესის წინაშე დაგვაყენებს, მიუხედავად იმისა, რომ მიმართვიანობის სტატისტიკა საკმაოდ დაბალია საერთაშორისო დონეზე.

“მაგალითად, უკრაინას უკვე მეცხრე წელია რატიფიცირებული აქვს, მაგრამ ერთი საჩივარიც არ შესულა გაეროს შესაბამის კომიტეტში. თვითონ პროცედურა არის მნიშვნელოვანი იქედან გამომდინარე, რომ ამ ყველაფრის მიღება ხდება მაქსიმალური ჩართულობის და კონსულტაციით სახელმწიფოსთან, მათ შორის, სამოქალაქო სექტორთან, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, ხელისუფლებასთან და შესაბამისად, ის რეკომენდაციები ერთგვარი სამოქმედო გეგმაა თითოეული სახელმწიფოსთვის, რომელიც დამდგარა გაეროს შშმ პირთა კომიტეტის მხრიდან”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მისი კითხვები ეხებოდა პოზიტიურ დისკრიმინაციაზე ლევან ქოჩიაშვილის დამოკიდებულებას, რამდენად იცნობს კანდიდატი აშშ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს პოზიტიურ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, რომელიც მისივე შეფასებით, ძალიან საინტერესო პროცესია. დეპუტატი ასევე დაინტერესდა, როგორ განმარტავს უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატი “შეზღუდულ შესაძლებლობებს” და რამდენად რეალურია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გახდნენ მოსამართლეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები