დავით მათიკაშვილი: 2004-2012 წლების ძალადობრივმა სისტემამ სახელმწიფო მართველობის ყველა სფეროში, მათ შორის, სასამართლო სისტემაშიც შეაღწია

თქვენ თუ განგიცდიათ სახელმწიფოსგან ზეწოლა და მეორე, თავად სასამართლო სისტემაზე არსებული ზეწოლა თუ გიგრძვნიათ? , – ამ კითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს.

დავით მათიკაშვილი ლაშა ქოჩიაშვილის სამოსამართლეო პრაქტიკის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მასზე და სისტემაზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით დაინტერესდა.

“თქვენ ბრძანეთ, რომ მოსამართლე უნდა იყოს დამოუკიდებელი და ეს არის ის ამოსავალი წერტილი, რომელიც საერთოა ყველა დემოკრატიული ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემისთვის იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას ყოველგვარი ზეწოლის, ზემოქმედების, გვერდითი დინებების გარეშე. თქვენ მართლმსაჯულების სისტემაში საკმაოდ დიდი ხანია მუშაობთ და როგორც 2004-2012 წლებში ასევე შემდეგაც თქვენ მოგიწიათ სამოსამართლეო პრაქტიკა. არსებობს მოცემულობა, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით – 2004-2012 წლებში იყო ვერტიკალში არსებული ძალადობრივი სისტემა, რომელმაც სახელმწიფო მართველობის აბსოლუტურად ყველა სფეროში შეაღწია და ყველაფერი ხდებოდა ისე როგორც ამის ნება- სურვილი ქონდა იმ პირს, საიდანაც მოდიოდა ვერტიკალი. ასევე ამ სისტემამ თავის ზემოქმედება იქონია სასამართლოზე, მაგრამ არის მეორე მომენტი – არის მოსამართლის პირადი დამოუკიდებლობა, არის სისტემაზე ზეწოლა და არის მოსამართლეზე ზეწოლა.

მე მინდა ორივე სეგმენტში გკითხოთ – ამ პერიოდში თქვენ თუ განგიცდიათ სახელმწიფოსგან ზეწოლა და მეორე, თავად სასამართლო სისტემაზე არსებული ზეწოლა თუ გიგრძვნიათ?”, – იკითხა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები