გურამ მაჭარაშვილი: როგორ თვლით, გადაწყვეტილება მოსამართლის სამართლიანი უნდა იყოს, თუ სამართლებრივად დასაბუთებული?

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ლაშა ქოჩიაშვილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კითხვებით მიმართა, დეპუტატი დაინტერესდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეს რატომ გაუჩნდა სურვილი იყოს იმ სასამართლოს მოსამართლე, რომელიც ბოლო ინსტანციაა და პრაქტიკულად ქართულ მართლმსაჯულებას ამთავრებს.

“როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, როგორ თვლით გადაწყვეტილება მოსამართლის სამართლიანი უნდა იყოს, თუ სამართლებრივად დასაბუთებული, არ გქონიათ განცდა, რომ ეს დასაბუთებული გადაწყვეტილებაა, მაგრამ არ არის სამართლიანი, თქვენ რომელს მიანიჭებთ უპირატესობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში?,”- მიმართა გურამ მაჭარაშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს.

ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ასევე დაინტერესდა, სასამართლო სისტემაში, გატარებული სხვადასხვა რეფორმის დროს იყო თუ არა რაიმე სახის ზეწოლა მოსამართლეების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები