გურამ ნიკოლაშვილი: ბიძინა ივანიშვილთან ვრცელი ინტერვიუ პრაქტიკულად სახელმძღვანელოა, მის წინააღმდეგ წარმოდგენილი ბრალდებების საპასუხოდ

“დღეს ჟურნალ “ანტრეპრენერში“ ბიძინა ივანიშვილთან ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომლის ძირითადი თხრობაც მიმდინარეობს სოციალური მეწარმეობის ჭრილში. სოციალური მეწარმეობა წარმოადგენს ინვესტირების ისეთ ფორმას, რომელიც ერთის მხრივ აგებულია ბიზნესმოდელზე, მაგრამ მეორეს მხრივ, არ არის გათვლილი მოგებასა და კაპიტალის ზრდაზე. სტატიის ავტორი ახერხებს დაგვანახოს, რომ სოციალური ანტრეპრენერის ყველაზე მკაფიო მაგალითს ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს“,- ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა, გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ინტერვიუ ერთ მთლიან პორტფელად კრავს ყველა იმ აქტივობას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით.

“დღეს ჟურნალ “ანტრეპრენერში“ გამოქვეყნდა ვრცელი ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან, რომლის ძირითადი თხრობაც მიმდინარეობს სოციალური მეწარმეობის ჭრილში. ჟურნალში სხვა სტატიებიც იძებნება ამ ფენომენზე და სტატიის შესავალში მოცემულია განმარტებაც. სოციალური მეწარმეობა წარმოადგენს ინვესტირების ისეთ ფორმას, რომელიც ერთის მხრივ აგებულია ბიზნეს-მოდელზე, მაგრამ მეორეს მხრივ, არ არის გათვლილი მოგებასა და კაპიტალის ზრდაზე. ამგვარი ინვესტიცია ასრულებს ყინულმჭრელის ფუნქციას და მის მთავარ მიზანს წარმოადგენს გარკვეულ დარგსა თუ მხარეში ბიზნეს-კლიმატის მთლიანად შეცვლა, იმგვარი მოცემულობის მიღწევა, რაც მამოძრავებელი იქნება სექტორთან დაკავშირებული პირდაპირი და ირიბი ბიზნესებისთვის, მოსახლეობის დასაქმებისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის. სტატიის ავტორი ახერხებს დაგვანახოს, რომ სოციალური ,,ანტრეპრენერის“ ყველაზე მკაფიო მაგალითს ბიძინა ივანიშვილი წარმოადგენს და თხრობის კვალდაკვალ ვიგებთ დეტალურ ინფორმაციას მისი ავტორობით შესრულებული პროექტების შესახებ. ივანიშვილი მოგვითხრობს ურეკის პარაგრაფსა და ბლექ სი არენაზე, გვიჩვენებს აბასთუმნის პროექტის დაბადებას და განვითარებას, წარმოგვიდგენს წყალტუბოს მასშტაბურ რეაბილიტაციას, აღწერს თბილისის პანორამის განვითარებას და მთაწმინდის ფერდობის გამწვანების უნიკალურ გადაწყვეტილებას. ინტერვიუ ერთ მთლიან პორტფელად კრავს ყველა იმ აქტივობას, რასაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს სხვადასხვა ფონდების მეშვეობით. ტურიზმის განვითარების ფონდი კი გვევლინება იმ მთავარ ინსტრუმენტად, რაც მასშტაბური პროექტების ასაწევად გამოიყენება. ტექსტი პრაქტიკულად სახელმძღვანელოა ყველა იმ ბრალდების წინააღმდეგ, რაც ივანიშვილის პროექტების საწინააღმდეგოდაა წარმოდგენილი, მიმდინარე საქმიანობის ერთიანი, მონოლითური წარმოდგენა და აღქმა ცხადჰყოფს, თუ რა მასშტაბისაა მიმდინარე სამუშაოები, რა შედეგი მოაქვს უკვე და რა შედეგს მოიტანს უახლოეს წლებში გაწეული შრომა“,- განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები