ანა დოლიძე: ეს არის სრული უკანონობა

ეს არის სრული უკანონობა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე მის წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მათ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად მიმართეს.

“ადგილი აქვს უკანონობას. იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ბუნებაში, მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ გაიწვიოს საბჭოს წევრი. ასეთი მუხლი, საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს. იგივე წარმატებით შეუძლია ზესტაფონის მერს მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამიწვიოს მე აქედან. ეს არის სრული უკანონობა და სრული აცილება სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძვლებთან”, – აღნიშნა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ პრეზიდენტისათვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ანა დოლიძე საჯარო მოსამსახურის ეთიკას სისტემატურად არღვევს და მისი ქმედებები ზიანს აყენებს არა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლებას, არამედ თავად საქართველოს პრეზიდენტსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები