მეუფე გერასიმე შარაშენიძე: ჯერჯერობით უცნობია შეიკრიბება თუ არა წმინდა სინოდი პეტრე ცაავას განკვეთის საკითხის განსახილველად

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე შარაშენიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით უცნობია შეიკრიბება თუ არა წმინდა სინოდი პეტრე ცაავას განკვეთის საკითხის განსახილველად.

“როცა პატრიარქი ბრძანებს, არა აქვს მნიშვნელობა იერარქიას, ჩვენ მღვდელმთავრები ვართ, მღვდლები ვართ, ბერები თუ მონაზვნები ჩვენ უპირველეს ყოვლისა მორჩილება მოგვეთხოვება. წმინდა მამები ბრძანებენ, რომ მორჩილება აღმატებულია ლოცვაზე და მარხვაზე. ამიტომ ეს თითოეულმა ჩვენგანმა ყოველთვის უნდა გავიხსენოთ”,- აღნიშნა მეუფე გერასიმე შარაშენიძემ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა.

“31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე. 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დადგინდა წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები