მეუფე ვახტანგ ახვლედიანი: პეტრე ცაავა შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარზე მისი გადასაწყვეტია

პეტრე ცაავა შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარზე მისი გადასაწყვეტია,- ამის შესახებ ცურტაველმა მიტროპოლიტმა, მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა განაცხადა. “დღეს მძიმე პერიოდი უდგას ეკლესიას.

“მოგეხსენებათ, ეს არის აპოკალიფსური საუკუნე, მტკივნეულია ჩვენი ქვეყნისთვის, სასულიერო პირებისთვის და ყველასთვის. რაც შეეხება მეუფეს, ის შიომღვიმეში წავა თუ მადაგასკარზე ეს მისი გადასაწყვეტია. მან უკეთ უწყის როგორ უნდა მოიქცეს. ყველა ადამიანი თავისუფალია და სადაც უნდა იქ იცხოვრებს, ეს მისი ნებაა. ჩვენ ყველას გვაქვს თავისუფალი ნება. ის არ არის ბავშვი, რომ ვიღაცამ რამე შთააგონოს. მოვიცადოთ და ყველაფერი დალაგდება. ეკლესიაში ახლა მიდის კათარზისი, რაც თვითგაწმენდას ნიშნავს”,- აღნიშნა მეუფე ვახტანგ ახვლედიანმა.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან პეტრე ცაავას გათავისუფლების ბრძანება ოფიციალურად გამოსცა.

“31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან, წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე. 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დადგინდა წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია)“, – აღნიშნულია პატრიარქის ბრძანებაში.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ შიომღვიმის მონასტერში წასვლას არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები